ბათუმის უნივერსიტეტის დისციპლინური კომისიის სხდომა, რომელიც სტუდენტის მიმართ ლექტორის მხრიდან შესაძლო სექსუალური შევიწროების საკითხს განიხილავს, განახლდა.
კომისიის წევრები სტუდენტებს გამოკითხავენ. სხდომის შესახებ ჟურნალისტებისთვის ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, თუმცა სხდომათა დარბაზში შეკრებილმა სტუდენტებმა მედიის გამოჩენაზე დარბაზი დატოვეს და კომენტარი არ გააკეთეს.
"პალიტრანიუსის" კორესპონდენტის ინფორმაციით, სხდომის განახლების შესახებ ჟურნალისტებს ინფორმაცია უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ დაუმალა.