ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი გოგონა ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. მან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მიმართა. როგორც სტუდენტი აცხადებს, მას უნივერსიტეტის ლექტორი სექსუალური ხასიათის შეტყობინებებს წერდა. ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს. მომხდარის გამო, მეორე კურსის სტუდენტი გოგონა საგამოძიები ორგანოში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.