ბათუმის სტადიონზე ხელოვნურ მზეს დაამონტაჟებენ. 20 ათას მაყურებელზე გათვლილ საფეხბურთო სტადიონზე ბუნებრივი ბალახის ზრდისთვის ხელოვნური სანათების -ხელოვნური მზის შესყიდვაზე, აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება მილიონ 640 ათასი ლარია. ხელოვნური მზის შესაძენად საჭირო თანხა აჭარის ბიუჯეტიდან დაიხარჯება. ტენდერში წინადადებების მიღება 2021 წლის 3 თებერვალს დაიწყება და 8 თებერვალს დასრულდება.
ტენდერის პირობის მიხედვით, საქონელი უნდა იყოს ახალი და ექსპლუატაციაში არმყოფი; მონტაჟი კი მოიცავს, საჭირო ელექტროხარჯიდან გამომდინარე დაკაბელებას და საჭიროების შემთხვევაში ახალი ელექტროკარადების მოწყობას. ასევე მონტაჟთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, რომელსაც იხდის მიმწოდებელი.
ცნობისთვის, 20 ათას მაყურებელზე გათვლილი UEFA-ას მე-4 კატეგორიის საფეხბურთო სტადიონს ბათუმში ორი წლის განმავლობაში აშენებდნენ, რაშიც 141 მილიონი ლარი დაიხარჯა.