ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ტრანზაქციების მოცულობა, ბოლო 2 წლის განმავლობაში, ჯამურად 63%-ით გაიზარდა. ამის შესახებ "თიბისი კაპიტალის" კვლევაშია ნათქვამი. კვლევის მიხედვით, გაყიდული ბინების უმეტესობა პრემიუმ ან დაბალი სეგმენტის ბინებია, ხოლო საშუალო სეგმენტს მხოლოდ 16% წარმოადგენს. ამასთან, როგორც კვლევაშია აღნიშნული, 2018 წლის გაყიდვების 76% ახალაშენებულ ბინებზე მოდის. მოცულობის მიხედვით კი, გაყიდული ბინების 53% მცირე - 50 კვადრატული მეტრის ან ნაკლები მოცულობის ბინებზე მოდის. ამასთან, გაყიდვების 60% ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე არის კონცენტრირებული. კვლევის თანახმად, 2018 წელს უცხოელ მყიდველთა წილი ბათუმის საბინაო ბაზარზე 36% იყო. ამ მხრივ, უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეები, მათ შემდგომ კი ისრაელის, თურქეთის და სხვა ქვეყნების მოქალაქეები აქტიურობდნენ. სინქრონებიამასთან, ,,თიბისი ბანკის“ კვლევების უფროსი, ბექა კორძაია ამბობს, რომ 2019 წელს, ტურისტული ვიზიტების რაოდენობა ბათუმში ისეთი მზარდი არ იქნება, როგორსაც კვლევებით ვარაუდობდნენ. მისივე თქმით, წელს, საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტები, გასულ წელთან შედარებით, 0,5 %-დან 4%-მდე გაიზრდება