ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ხმაური იყო. საბადრაგო სამსახურის თანამშრომლებს აქციის მონაწილეები გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ. მათ პროტესტის ნიშნად სასამართლოს მიმდებარე ტერიტირიასთან გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ხუთი თვის წინ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომხდარი ინცინდენტის დროს ოთხი ახალგაზრდა უკანონოდ დააკავეს. ბრალდებულების ახლობლები ამბობენ, რომ დღევანდელი სასამართლო პროცესიდან მათ დაკავებულებთა გათავისუფლების მოლოდი ჰქონდათ, თუმცა მოსამართლემ დაკავებულები პატიმრობაში დატოვა.