ბათუმის საოლქო კომისიასთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავებმა მოძრაობა „ალტერნატივას“ რამდენიმე წევრი დააკავეს. აჭარის პოლიციის უფროსის კოტე ანანიაშვილის განცხადებით, ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.
"მონებო" - ამ შეძახილით არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივა" ბათუმში, საოლქო კომისიის შენობასთან აქციას მართავდა. ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მმართველმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააყალბა, რის გამოც პროტესტს გამოთქვამდნენ.