ბათუმის სამშობიარო სახლში კორონავირუსით ინფიცირებული 9 ფეხმძიმე მკურნალობს. როგორც კლინიკის ექიმი ნუგზარ პაპავაძე აცხადებს ფეხმძიმე ქალების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
აჭარის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის ნონა ეფაძის განცხადებით აჭარა კორონავირუსის გაზრდილ შემთხვევებს უმკლავდება მისი განცხადებით, რეგიონში შემთხვევათა მატება მოსალოდნელია. ნონა ეფაძის ინფორმაციით, ბინაზე მართვის პროტოკოლი მუშავდება და მალე შესაბამისი განცხადება გაკეთდება.
აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 15 არასრულწლოვანი და რამდენიმე სამედიცინო პერსონალია. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებული 143 პაციენტიდან 9 რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. როგორც კლინიკის ექიმი გია კიკაბიძე აცხადებს, 9-დან 4 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.მისი თქმით, 72 პაციენტს სხვადასხვა ხარისხის პნევმონია აღენიშნება.