ბათუმის საკრებულოში "ქართული ოცნებისა" და "ნაცმოძრაობის" წევრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა მმართველ გუნდს საჯარო ინფორმაციის დამალვაში დასდეს ბრალი. მათი თქმით, ბათუმის მერიის სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში კორუფციაა და საჯარო ინფორმაციებსაც სწორედ ამიტომ არ გასცემენ. აღნიშნულ საკითხზე დაწყებული კამათისას დეპუტატებმა ერთმანეთს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის გამოც სამართალდამცავების ჩარევა გახდა საჭირო.