ბათუმის საკრებულოში "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა - Palitra News

ბათუმის საკრებულოში "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

2020-04-30 14:18:32+04:00

ბათუმის საკრებულოში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ხმაურის მიზეზი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებული ანტიკრიზისული გეგმა გახდა, რომელიც დეპუტატებს ფრაქციამ განსახილველად დღეს წარუდგინა.

იმ ფონზე, როცა ანტიკრიზისული გეგმა უკვე შემუშავებული აქვთ როგორც საქართველოს ცენტრალურ, ასევე აჭარის მთავრობებს, საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის მიერ ალტერნატივის სახით წარდგენილი გეგმა მმართველი გუნდის წევრებმა არასერიოზულად და პოპულისტურად მიიჩნიეს.

„ნაციონალური მოძრაობა“ მმართველმა გუნდმა დემაგოგიაში დაადანაშაულა და სპექტაკლების გამართვისგან თავშეკავება ურჩია.