ბათუმის საკრებულოში დაპირისპირების შედეგად დაშავებული "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, როინ ზოიძე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში შესვენება გამოცხადდა. თავად ზოიძის განცხადებით, მას "ქართული ოცნების" წევრებმა დაზიანებები სახის არეში მიაყენეს.
შეგახსენებთ, ბათუმის საკრებულოში "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები დღის განმავლობაში ერთმანეთს ფიზიკურად უკვე ორჯერ დაუპირისპირდნენ.