ბათუმის საკრებულოს შენობის შესასავლელში ხმაური იყო. ერთმანეთს მოქალაქეები და სამართალდამცავები დაუპირისპირდნენ. მოქალაქეები აცხადებენ, რომ მათ ბათუმის საკრებულოსთან შეკითხვევები აქვთ, კერძოდ, ბულვარის ტერიტორიაზე ერთ-ერთი სატუმროსთვის 15 წლის იჯარით ოთხი ჰექტარი პლაჟის გადაცემასთან დაკავშირებით და ასევე კულტურული მემკვიდრეობის ზონაში მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობის საკითხზე.
მოქალაქეებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აქციის მონაწილებთან ბათუმის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები მივიდნენ.
ბათუმის საკრებულოს სხდომა ხმაურის გამო შეწყდა.