ბათუმის საკრებულომ ქალაქის 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც 254 მილიონ ლარს შეადგენს. ბიუჯეტს მხარ 14-მა დეპუტატმა დაუჭირა. ბიუჯეტის პროექტი დეპუტატებს ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა წარუდგინა. სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ითხოვდნენ, საკითხებიდან 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის ამოღებას.
სხდომის პარალელურად, საკრებულოს შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, რასაც სამართალდამცავებსა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის ფიზიკური დაპირისრება მოყვა.