ბათუმის საკათედრო ტაძარში 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა პანაშვიდი გაიმართა. მიცვალებულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრიმ გადაიხადა. ბათუმში იყოფება პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც.
ღარიბაშვილმა გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა. ტრაგიკულად დაღუპულების გამოსვენება, ხვალ ბათუმის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრიდან გაიმართება.