ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, მცხოვრებლებმა აქცია გაიმართეს. შეკრებილების განცხადებით, 10 წლის წინ 60-მდე ოჯახმა აღნიშნულ ადგილზე ახალი კორპუსის მშენებლობისთვის თანხა გადაიხადა, თუმცა მშენებლობა ამ დრომდე არ დასრულებულა. აქციის მონაწილეებისთვის გაურკვეველია, რატომ შეფერხდა სამუშაოები. ისინი, დაუსრულებელი მშენებლობის გამო, ღია ცის ქვეშ დარჩნენ, რის გამოც საგამოძიებო ორგანოებს მიმართეს. მოსახლეობა ბათუმის საქალაქო სასამართლოს საქმის დროული განხილვისკენ მოუწოდებს და აცხადებენ, რომ ზარალი უნდა აუნაზღაურდეთ.