ბათუმის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ჩხვირკიას და მერაბ ღოღობერიძის სასამართლო პროცესზე ძალოვანი უწყების თანამშრომლები ესწრებიან- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა კობა ხაბაზმა ჟურნალუსტებს განუცხადა. მისი თქმით, სუსის თანამშრომლებმა სხდომათა დარბაზში ადგილები სპეციალურად დაიკავეს, რადგან სასამართლოზე ზეწოლა მოახდინონ. თავის მხრივ, აღნიშნული პირები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში 11-12 მარტის მოვლენებზე სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებული მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.