ბათუმის საქალაქო სასამართლო დაკავებული მაღალჩინოსნების აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობს - Palitra News

ბათუმის საქალაქო სასამართლო დაკავებული მაღალჩინოსნების აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობს

2019-06-01 16:36:04+04:00

ბათუმში დაკავებული მაღალჩინოსნების აღკვეთის ღონისძიების საკითხზე ბათუმის საქალაქო სასამართლო მსჯელობს. პროცესს მოსამართლე ლევან გელოვანი უძღვება. დაკავებულია ბათუმის მერიის მოქმედი და ყოფილი 7 მაღალჩინოსანი. კერძოდ, დაკავებულები არიან ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ბაგრატ მანველიძე, ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი არჩილ ვანაძე, ბათუმი მერიის და სამინისტროების თანამშრომლები ბექა ხალვაში, ნუკრი ხინთიბიძე, ბათუმის ვიცე მერი თენგიზ პეტრიძე და მერიის თანამშრომელი ეგარსლან ლომაძე. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება მათ დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვასა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება ედავება. უწყების ცნობით ჯამში გაიფლანგა 1 370 076 ლარი.