ბათუმის საავადმყოფოს ექიმმა, რომელსაც გარდაცვლილი ქალის ახლობლები არასწორი დიაგნოზის დასმაში ადანაშაულებენ, უფლებამოსილება შეიჩერა. ამასთან, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი პირდება გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, რომ გამოძიებას ბოლომდე მიიყვანს. შეგახსენებთ, ორი დღის წინ, ბათუმში 28 წლის ქალი კლინიკაში გარდაიცვალა, ოჯახის წევრები ექიმს დაუდევრობაში ადანაშაულებენ. ამასთან პარალელურად გარდაცვლილის ახლობლები აქციას მართავდნენ. მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.