ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორს სოლომონ ფუტკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის კლინიკაში დაინფიცირების ფაქტს გამორიცხავს.როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მკურნალობას სახლში აგრძელებს, რადგან მას ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმტპომები არ აქვს.