ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 142 პაციენტიდან 24 რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. როგორც კლინიკის ექიმმა გია კიკაბიძე აცხადებს, 7 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო 8 პაციენტის მდგომარეობა მძიმედ არის შეფასებული.