ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 141 პაციენტიდან 19 რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. როგორც კლინიკის ექიმი გია კიკაბიძე აცხადებს, სამი ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. გია კიკაბიძის ინფორმაციით, კლინიკაში 115 კოვიდინფიცირებულს სხვადასხვა ხარისხის პნევმონია აღენიშნება.