ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმის ყოფილი მერის, გიორგი ერმაკოვისა და მერიის კიდევ ექვსი ყოფილი მაღალჩინოსნის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება.გიორგი ერმაკოვის ადვოკატის, ლევან მახარაშვილის განცხადებით, საქმეში არანაირი დანაშაული არ იკვეთება, ეს არის მხოლოდ სამოქალაქო დავა და არა სისხლის სამართლის დანაშაული.
ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი და მერიის კიდევ ექვსი ყოფილი თანამშრომელი გასული წლის 30 მაისს ე.წ. იაფი სახლის პროექტთან დაკავშირებით დააკავეს, რომელიც ვერ განხორციელდა. პროკურატურა მათ მილიონ 370 ათასი ლარის გაფლანგვას ედავება. მერიის ოთხი ყოფილი მაღალჩინოსანი მოსამართლემ გირაოს სანაცვლოდ 24 სექტემბერს გაათავისუფლა.