14:17
12 ნოემბერი, 2019, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი და კიდევ ორი მაღალჩინოსანი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
16-10-2019

ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი და კიდევ ორი მაღალჩინოსანი არჩილ ვანაძე და ეგარსლან ლომაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით მამისეიშვილმა პატიმრობაში დატოვა.

როგორც მოსამართლემ განაცხადა, ბრალდებულების მიერ წარდგენილი თანხა გირაოსთვის მიყენებული ზარალის ოდენობას ვერ აღწევდა და შესაბამისად, მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდებოდა.

შეგახსენებთ, რომ დაცვის მხარემ ბათუმის მერიასთან შეთანხმებას მიაღწია, რომლის მიხედვითაც გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში ბრალდებულები ბიუჯეტისთვის მიყენებულ ზარალს აანაზღაურებენ. მერია თანახმა იყო გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში ზარალის ამ ფორმით მიღებაზე. ბათუმის მერიის 7 მაღალჩინოსანი 5 თვის წინ დააკავეს, მათ გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და ბიუჯეტიდან თანხების მითვისებას ედავება.

საქმე ეხება ბათუმში "იაფი სახლის" პროექტის განხორციელებას, რისთვისაც ბიუჯეტიდან მილიონ სამასი ათასი ლარი გამოიყო. პროექტი არ განხორციელდა, შემსრულებელი კომპანია კი გაუჩინარდა.

AutoPlay
ერგნეთში ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს
გამოქვეყნდა 2 წუთის წინ
ანა დოლიძე - ჩემი სარჩელი გვრიტიშვილის წინააღმდეგ ერთი წელი იყო გაჩერებული
გამოქვეყნდა 4 წუთის წინ
პარლამენტის პლენარული სხდომა ხმაურისა და ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს
გამოქვეყნდა 9 წუთის წინ
ავსტრალიაში მასშტაბური ტყის ხანძარი სიდნეის უახლოვდება
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
9 რუსი ოლიგარქი ბრიტანეთის კონსერვატიულ პარტიას აფინანსებდა - The Sunday Times
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
მაია ბითაძე - ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გაზრდა არ იგეგმება
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები