ბათუმის ყოფილ მერს გიორგი ერმაკოვს და დაკავებულ მაღალჩინოსნებს ბრალს დღეს წარუდგენენ. ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან და ადვოკათის თქმით ბრალს არ აღიარებენ. პროკურატურის ინფორმაციით, აჭარის მთავრობისა და ბათუმის მუნიციპალიტეტის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვისა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტზე არიან დაკავებულები. მათივე ინფორმაციით, 1 370 076 ლარი გაიფლანგა.