ბათუმის პორტში ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების ჰიდროგრაფიული ხომალდი შევიდა - Palitra News

ბათუმის პორტში ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების ჰიდროგრაფიული ხომალდი შევიდა

2018-12-29 14:41:06+04:00

ბათუმის პორტში ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების ჰიდროგრაფიული ხომალდი HMS ECHO შევიდა. ხომალდის ეკიპაჟს პორტში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. გემის მეთაურებს ტრადიციულად, ქართული ღვინით გაუმასპინძლდნენ. საზეიმო ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაესწრო.საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოში აცხადებენ, რომ ბრიტანული ხომალდის ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთი დასტურია ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული წარმატებული და მრავლისმომცველი ურთიერთობებისა.ხომალდი HMS ECHO ბათუმს 30 დეკემბერს დატოვებს.