ბათუმის პოლიკლინიკებში ამ შაბათ-კვირას მოქალაქეებს კორონავირუსზე PCR ტესტი არ ჩაუტარდებათ. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, პოლიკლინიკებში უქმე დღეებია და ორშაბათიდან ნიმუშების აღება გაგრძელდება. უწყების ცნობით, კვლევები გრძელდება რისკ-ჯგუგებში, სტაციონარებსა და ოჯახებში.