საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი შემოვიდა.
იტალიური გემის VESUVIO და თურქული გემის AMASRA ეკიპაჟის ხელმძღვანელობას ნავმისადგომთან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ და ქალაქის მერმა ლაშა კომახიძემ უმასპინძლეს. ნატო-ს მუდმივმოქმედ მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთს კაპიტანი ალესანდრო ფალკონე ხელმძღვანელობს. 28-30 ოქტომბერს დაგეგმილი საზღვაო სწავლება იქნება პირველი, როდესაც ნატოს საზღვაო ძალებისა და საქართველოს სანაპირო დაცვის ერთობლივი წვრთნები სამი დღის მანძილზე გაგრძელდება.