ბათუმის მუსიკალური ცენტრი კლასიკური მუსიკის ფესტივალს "Batumi Music Fest" მასპინძლობს. დაგეგმილ კონცერტებში ქართველებთან ერთად ბრიტანელი, იტალიელი, უნგრელი და რუსი მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას. ფესტივალის ფარგლებში ბათუმს უკვე ეწვია ფრანგი კომპოზიტორი, კლასიკური მუსიკის მეთოდოლოგი და ფილოსოფიის დოქტორი მიშელ სონი, რომელიც მუსიკით დაინტერესებულ ქართველ ახალგაზრდებს, თანამედროვე კლასიკური მუსიკის მასტერკლასებს ჩაუტარებს.რიგით მეხუთე ფესტივალი ,რომელიც 2 სექტემბერს დაიწყო და 8 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება, პიანისტმა ელისო ბოლქვაძემ 2013 წელს დაარსა და მას შემდეგ ყოველწლიურად კლასიკური მუსიკის მოყვარულებს ბათუმში ეპატიჟება.