ბათუმში 11-12 მარტს განვითარებულ მოვლენებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ნაციონალურ მოძრაობას ეკისრება. ეს განცხადება პრემიერ მინისტრმა გააკეთა. გიორგი კვირიკაშვილი ასევე, ამბობს, რომ სრულ პასუხისმგებლობას იღებს იმ ღამით უწყებების მიერ მიღებულ ყველა გადაწყვეტილებაზე. პრემიერი ამბობს რომ ბათუმში მომხდარზე ორგანიზატორი პირდაპირ ჩანდა.