ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებული 8 პირის მოსანახულებლად, იზოლატორში სახალხო დამცველის წარმომადგენელი ციალა ქათამიძე შევიდა. როგორც ბათუმის დროებითი მოთავსების იზოლატორთან ციალა ქათამიძემ განაცხადა, იგი დამატებით დეტალებზე მოგვიანებით, დაკავებულებთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრებს.
დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით და 353-ე მუხლებით ედებათ, რაც მასობრივ არეულობას და პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს.