ბათუმის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულთა დედებმა მოსამართლე დავით მამისეიშვილის გადაწყვეტილება, ბრალდებულებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით, გააპროტესტეს. მათი განცხადებით, მოსამართლემ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო. დაკავებულთა დედებმა სხდომათა დარბაზში მყოფ პროკურატურის წარმომადგენლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ისინი წარდგენილ ბრალდებებს არ ეთანხმებიან და საპროტესტო აქციებს აანონსებენ.