ჩემი მიზანია, გავხდე ქალაქ ბათუმის პირველი დამოუკიდებელი აპოლიტიკური მერი - ქალაქის პრიორიტეტი უნდა იყოს კულტურა და ხელოვნება, ეს არის მისი მიზიდულობის მთავარი ძალა, - ამის შესახებ ბათუმის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა კახაბერ ცისკარიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.
როგორც ის აღნიშნავს, ბათუმი ტურისტული ქალაქია და „აპოლიტიკური მერი მოუხდება“.