კონკურენციის სააგენტომ შპს (შეპესე) „დელფინის“ საჩივარზე, რომელიც ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევას შეეხებოდა, მოკვლევა არ დაიწყო.
კერძოდ, საქმე ეხება - მერიის მიერ შპს BATTUN-თან შპს „დელფინთან” შედარებით ოცჯერ ნაკლები საფასურით ხელშეკრულების დადებას; BATTUN-ის უკანონო მშენებლობაზე უმოქმედობას და ხელშეკრულების არშეწყვეტას BATTUN-თან. თუმცა, პირველ შემთხვევაში - ხანდაზმულობისა, ხოლო დანარჩენ ორ შემთხვევაში - შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის გამო, სააგენტომ საჩივრის დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის გადაწყვეტილება მიიღო.