ბათუმის მერიის შენობასთან ორგანიზაცია "მე მიყვარს ბათუმის" წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან არჩილ ჩიქოვანთან შეხვედრას და ბულვარში მშენებარე 16 სართულიანი კორპუსის მშენებლობასთან დაკავშირებით განმარტებებს ითხოვენ.
ცნობისთვის, ორი დღის წინ ბათუმის ბულვარში ბათუმში მცხოვრებთა ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა. შეკრებილებმა ბულვარის ტერიტორიაზე 16-სართულიანი კორპუსის მშენებლობა გააპროტესტეს.
მათ მიაჩნიათ, რომ კულტურული მემკვდირეობის ზონაში მსგავსი შენობა-ნაგებობის მშენებლობა არ უნდა ხორციელდებოდეს. აქციის მონაწილეების თქმით, პროექტთან დაკავშირებით პროცედურები არის დარღვეული. მათივე თქმით, სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებენ.