ბათუმის მერიის შენობასთან ხმაური და ფიზიკური დაპირისპირებაა - Palitra News

ბათუმის მერიის შენობასთან ხმაური და ფიზიკური დაპირისპირებაა

2020-02-06 12:01:43+04:00

ბათუმის მერიის შენობასთან სამართალდამცავები, აჭარის უმაღლეს საბჭოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები, არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივასა" და მოძრაობა "გაბედეს" წევრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

აქციის მონაწილეები, საარჩევნო სისტემაში ცვლილებებს მოითხოვდნენ და ბათუმის მერიის შენობაში შესვლას ცდილობენ, რის საშუალებასაც სამართალდამცავებმა არ მისცეს. აქციის მონაწილეები, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს "სირცხვილოს კორიდორი" მოუწყევს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა აჭარის უმაღლეს საბჭოს სხდომას ბოიკოტი გამოუცხადეს.