ბათუმის მერიის შესაბამისის სამსახური ძლიერი ქარის შედეგად მიყენებულ ზარალს სწავლობს. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, დაზიანებული საცხოვრებელი სახლების დროებით გადახურვა მოხდება. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ბათუმის ქუჩებში დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს. ძლიერმა ქარმა წუხელ ბათუმში ბენზეს დასახლებაში სახლს სახურავი ახადა, რასაც რამდენიმე მანქანის დაზიანება მოყვა. სხვა უბნებში კი სტიქიის შედეგად ძირითადად ხეებია მოგლეჯილი.
იხილეთ: ძლიერი ქარი ბათუმში: დაზიანებული სახლები, ავტომობილები, წაქცეული ხეები