ბათუმის-ქედის ტერიტორიაზე ახალი გაზსადენი აშენდება. გაზსადენის ასაშენებლად ტენდერი უკვე გამოცხადდა. ტენდერი აგვისტოს დასაწყისში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გამოაცხადა. ტენდერის პირობების მიხედვით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 26 მილიონ 100 ათასი ლარია. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, გაზსადენის მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვეში უნდა დასრულდეს.