კორონავირუსის საეჭვო ნიშნით, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ოთხი პირი მოათავსეს, ისინი საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდნენ.ექიმების თქმით, მათ ტემპერატურა აღენიშნებათ. მოქალაქეებს მოგზაურობის ისტორია აქვთ. მათ ექიმებმა სინჯი უკვე აუღეს, ლაბორატორიული კვლევის შედეგები კი დღეს გახდება ცნობილი.
ამასთან, ექიმების ინფორმაციით, აჭარაში ინფიცირებული პაციენტებიდან ერთის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მას მაღალი ტემპერატურა აღენიშნება, ასევე ქრონიკული დაავადებებიც აქვს. ინფიცირებული 70 წლის მამაკაცია, იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.
ცნობისთვის, აჭარაში საკარანტინო სივრცეში 2000-მდე პირია მოთავსებული, 6 კი კორონავირუსით არის ინფიცირებული.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ციური აბულაძე თვითიზოლაციაში იმყოფება. იგი ბოლო პერიოდში გერმანიიდან დაბრუნდა.