ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში დღის ბოლოსთვის კორონავირუსზე ექვსი პირის ანალიზის პასუხებს ელოდებიან. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ექვსივე პაციენტი საკარანტინო სივრციდან ვირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომებით გადაიყვანეს.
ამჟამად აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული შვიდი პაციენტია, რომელიც მკურნალობას ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოსა და კლინიკა "მედალფაში" გადის. შვიდი პირიდან ხუთ შემთხვევაში ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს. კლინიკა "მედალფაში" მყოფი ერთ-ერთი ინფიცირებული პაციენტი ხელოვნურ სუნთვაზეა გადაყვანილი. საშუალი სიმძიმისაა კიდევ ერთი პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც ორმხირივი პნევმონია აქვს.