ბათუმის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში დღეს პირველი რეისი ყაზახურმა ავიაკომპანიამ „ეარ ასტანა“ შეასრულა, რომელმაც რეგულარული რეისების შესრულება განაახლა ალმათი - ბათუმი - ალმათის მიმართულებით. პირველ რეისს 115 მგზავრი ჩამოყვა. ფრენები კვირაში 3 სიხშირით - ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი უკვე 17 მაისიდან მიიღებს პირველ რეისს საუდის არაბეთიდან. ავიაკომპანია Flynas-ი საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ოპერირებას განაახლებს და თბილისთან ერთად, საქართველოში საუდის არაბეთიდან ტურისტებს ბათუმშიც ჩამოიყვანს. ივნისიდან ბათუმში რეგულარულ ფრენებს შეასრულებენ ავიაკომპანია LOT Polish Airlines-ი ვარშავა - ბათუმი - ვარშავის და ავიაკომპანია Ukraine International Airlines კიევი - ბათუმი - კიევის მიმართულებით.