აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულინ ბათუმის ფსიქიატრიული საავადმყოფო აუქციონზე გაიყიდა. საავადმყოფოს ახალი, 100%-იანი წილის მფლობელი ჰელს ქეა ჯგუფი გახდა, რომელმაც აუქციონზე ფსიქიატრიული საავადმყოფო 2 მილიონ 500 ათას ლარად შეიძინა. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აღნიშნული ქონება ელექტრონულ პირობებიან აუქციონზე 100 000 ლარად ჰქონდა გატანილი. ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 8 თვის ვადაში "ჰელს ქეა ჯგუფმა" უნდა დაიწყოს შენობისთვის საჭირო სარემონტო/სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომელიც უნდა დასრულდეს არა უგვიანეს 36 თვის ვადაში. გარდა ამისა, აღნიშნულ პროექტში ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის განმავლობაში უნდა განახორციელოს არანაკლებ მილიონი ლარის ინვესტიცია.