ბათუმში, რუსთაველის გამზირზე მდებარე ჰოსტელში ძარცვის ბრალდებით დაკავებულ ორ პირს ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.მოსამართლე გიორგი გრატიაშვილისგადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში ერთ-ერთი დაკავებულის ოჯახის წევრების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 იანვარს ჩაინიშნა. შემთხვევა 4 დეკემბერს მოხდა. რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ჰოსტელში ორი ახალგაზრდა შეიჭრა. მათ თავი პოლიციელებად წარადგინეს, შემდეგ კი, ჰოსტელის სტუმრების გაძარცვა სცადეს, ერთ-ერთს ტელეფონი წაართვეს, თუმცა ჰოსტელის ბინადრებმა ერთი თავდამსხმელი თავად დააკავეს, მეორე გაქცეული კი, პოლიციამ დააკავა. დაკავებულთაგან ერთი რუსეთის, მეორე კი, საქართველოს მოქალაქეა.