"ბეტონყმობა", "ნუ გვაბრუნებთ გამოქვაბულში", "ხელები შორს ჩვენი ქალაქისგან",- ამ ლოზუნგებით ბათუმის ბულვარში საპროტესტო აქციას გაიმართა. შეკრებილები ბულვარის ტერიტორიაზე 16 სართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებდნენ, მათ მიაჩნიათ, რომ კულტურული მემკვდირეობის ზონაში მსგავსი შენობა-ნაგებობის მშენებლობა არ უნდა ხორციელდებოდეს. აქციის მონაწილეების თქმით, პროექტთან დაკავშირებით პროცედრები დარღვეულია. მათივე თქმით, სამართლებრივი დავას იწყებენ.