ბათუმის ბულვარში ხმაური იყო. ერთმანეთს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები და აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი დეპუტატი ირაკლი ჩავლეიშვილი დაუპირისპირდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მივიდა იმ ტერიტორიაზე, სადაც ბათუმელების ნაწილი ბულვარის ტერიტორიაზე საპროტესტო აქციას მართავდა. ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა ირაკლი ჩავლეიშვილს განუცხადეს, რომ აქციაზე არ უნდა მისულიყო. ირაკლი ჩავლეიშვილი თორნიკე რიჟვაძესთან უნდა მისულიყო და მშენებლობის შეჩერაბაზე უნდა მიემართა. მათ ირაკლი ჩავლეიშვილს „მონა“ უწოდეს იმის გამო, რომ ოპოზიციური პარტიის რიგებიდან გავიდა და ერთადერთი დეპუტატია ოპოზიციური პარტიებიდან, რომელიც უმაღლეს საბჭოში შევიდა. თავის მხრივ, ირაკლი ჩავლეშვილმა ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს განუცხადა, რომ ბულვარის მიტაცება წინა ხელისუფლების მმართველობის პირობებში დაიწყო. სიტუცია ამ დროისთვის განმუხტულია. "ბეტონყმობა", "ნუ გვაბრუნებთ გამოქვაბულში", "ხელები შორს ჩვენი ქალაქისგან",- ამ ლოზუნგებით ბათუმის ბულვარში ბათუმში მცხოვრებთა ნაწილი საპროტესტო აქციას მართავს. შეკრებილები ბულვარის ტერიტორიაზე 16-სართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ.