მერიის ინტერესი კერძო ბიზნესში თუ ფეხით მოსიარულე მოქალაქეთა ინტერესების დაცვა. ველოსიპედების გამქირავებლები მათ ბიზნესში ბათუმის მერიას ჩარევაში ადანაშაულებენ. ბათუმის ბულვარში გამართულ აქციაზე მოქალაქეებმა განმრატეს, რომ წლების განმავლობაში ველოსიპედებს აქირავებენ და გაქირავების ნებართვას ისინი ბათუმის მერიისგან წლების განმავლობაში უპრობლემოდ იღებენ, თუმცა წელს ნებართვის გაცემაზე მათ უარი განუცხადეს. ბათუმის მერიის განცხადებით, ბულვარის ტერიტორიაზე კერძო პირებისათვის ველოსიპედების გაქირავების უფლების არ გაცემა ფეხით მოსიარულე პირების დისკომფორტს უკავშირდება. მათივე განმარტებით, კერძო გამქირავებლებისათვის ალტერნატიული ადგილები გამოიყოფა. მერიამ უნებართვო გაქირავების გამო რამდენიმე პირი უკვე დააჯარიმა. აქციის მონაწილეები ნებართვებს ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტული აქციებით იმუქრებიან. ცნობისთვის ბათუმის ბულვარში კერძო ველოსიპედების გაქირავება აიკრძალა.