ბათუმში, ძველი და ახალი ბულვარის ტერიტორიის დაბინძურებისთვის პირი 20-დან 5000 ლარამდე დაჯარიმდება. საჯარიმო სანქცია გავრცელდება იმ პირებზეც, რომლებიც ველობილიკის მიღმა, ველოსიპედით იმოძრავებენ. ასევე არ დაასუფთავებენ საკუთარი შინაური ცხოველების ფეკალური მასებით დაბინძურებულ ტერიტორიას ან ძაღლს საბელის გარეშე გაასეირნებენ. გარდა ფიზიკური პირებისა, ჯარიმა მოქმედებს იურიდიულ პირებზეც.
ძვეილი და ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მონიტორინგი ყოველდღიურად ცხრიდან შუაღამის 12 საათამდე განხორციელდება.