ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოს ერთ-ერთ პალატაში ჭერი ჩამოიშალა. შემთხვევის დროს პალატაში ოთხი ბავშვი იყო. არავინ არ დაზიანებულა. თვითმხილველების თქმით, ჭერის ჩამონგრევის შემდეგ საავადმყოფოში ქაოსი დაიწყო.
კლინიკაში მყოფი ბავშვების მშობლებმა კომპიუტერული ტექნიკა დაამტვრიეს და ადგილზე პასუხისმგებელი პირების მისვლას ითხოვდნენ.