ბათუმის საქალაქო სასამართლოში 11 მარტს განვითარებული მოვლენების დროს დაკავებული 10-ზე მეტი პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ისინი ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები. არსებული ინფორმაციით, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს 2 არასრულწლოვანი, რომელთა პროცესი 31 მარტს გაიმართება. კიდევ ერთი პირი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გათავისუფლდა, ხუთს კი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ხუთდღიანი პატიმრობა მიესაჯა. დანარჩენების პროცესი გრძელდება.
ბათუმში განვითარებული მოვლენებისას სამართალდამცველებმა 40-მდე ადამიანი დააკავეს. დაკავებულთა ნაწილისთვის სასამართლო პროცესი გადაიდო, ნაწილი კი ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.