ბათუმის აეროპორტში ტაშკენტის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავეს. ერთობლივ ოპერაციაში თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საკონტროლო გამშვები პუნქტი „ბათუმის აეროპორტის“ თანამშრომლები მონაწილეობდნენ. დაკავებული შეერთებული შტატების მოქალაქეა.