ბათუმიდან ჩამოსული ელექტრომობილის მეპატრონეებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან კარვები გაშალეს. აქციის მონაწილეების თქმით ისინი დაშლას არ აპირებენ ვიდრე დადებით პასუხს არ მიიღებენ. როგორც ისინი აცხადებენ, თავადაც მიდიან დათმობებზე, მაგრამ მთავრობისგანაც ითხოვენ, რომ მათ მიერ შედგენილი 6-პუნქტიანი წერილობითი მიმართვა აღსრულდეს. ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ბათუმის ბულვარში 1 მაისიდან აიკრძალება მოტოციკლების, კვადროციკლების და ელექტრომობილების გამოყენება.