20:32
5 ივლისი, 2022, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
Webnews
ბათუმი ტურიზმის ოსკარებს უმასპინძლებს - ვინ დაესწრება ღონისძიებას?
18-05-2022

2023 წელს, ბათუმში ტურიზმის ოსკარად წოდებული – World Travel Awards-ის დაჯილდოება გაიმართება.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და World Travel Awards-ის ვიცე პრეზიდენტმა სიონ რაპსონმა, ლონდონში ხელი მოაწერეს შეთანხმებას მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ბათუმში გამართვასთან დაკავშირებით.
დაჯილდოების ცერემონიალს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტურიზმის ინდუსტრიის წამყვანი კომპანიები, ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული ბიზნეს და სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.
2023 წელს ბათუმში, მსოფლიო მასშტაბის ტურისტული ატრაქციები, მიმართულებები, სასტუმროები, ასევე საზღვაო, საგზაო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები დაჯილდოვდებიან.
„დღეს ლონდონში ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას World Travel Awards-ის ორგანიზაციასთან. შეთანხმების საფუძველზე მომავალ წელს ბათუმში ამ პრესტიჟული დაჯილდოების გალა ღონისძიება ჩატარდება, სადაც უამრავი სტუმარი გვეყოლება და წარმოდგენილი იქნება ყველა მედია საშუალება საერთაშორისო მასშტაბით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ტურიზმის ნაკადების აღდგენა, მინიმუმ 2019 წლის სიტუაციასთან გათანაბრება და რა თქმა უნდა, ასეთი ღონისძიებები ხელს შეუწყობს ამ მიზნის მიღწევას. 2019 წელს ბათუმმა ამ პრესტიჟულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა როგორც ევროპის წამყვანმა მიმართულებამ და დარწმუნებული ვარ, მომავალი წელი და ამ ღონისძიების ბათუმში გამართვა კიდევ უფრო დაეხმარება, როგორც ჩვენს ქვეყანას ასევე ჩვენს უსაყვარლეს ქალაქს მეტი ტურისტის მიღებასა და მასპინძლობაში“,- განაცხადა რიჟვაძემ.
ბათუმი World Travel Awards-ის გამარჯვებული 2019 წელს გახდა ნომინაციაში – ევროპის მზარდი ტურისტული მიმართულება.

AutoPlay
სიდნეიში ნახევარ მილიონამდე ადამიანმა ევაკუაციის შესახებ მიიღო შეტყობინება
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
მასთან თანამშრომლობით ვამაყობთ — Warner Bros.-მა როულინგს მხარი დაუჭირა
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
რიანა მშობიარობის შემდეგ საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
მეცნიერებმა დედამიწისგან ყველაზე შორს არსებული გალაქტიკა დააფიქსირეს
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
დღეს შედგება ცოტნე ზედგინიძის პირველი საორკესტრო ქმნილების პრემიერა
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
თუ ვენეციის დასათვალიერებლად დღიურ გადასახადს არ გადაიხდით, 300 დოლარით დაჯარიმდებით
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები